Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს აეს-ი წლის დამდეგიდან მე-16-ჯერ დარჩა გარე კვების გარეშე

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ენერგოდარი, 1 სექტემბერი, 2022.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ენერგოდარი, 1 სექტემბერი, 2022.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წლის დამდეგიდან მე-16-ჯერ დარჩა გარე კვების გარეშე.

როგორც უკრაინის ერეგეტიკული კომპანია „ენერჰოატომი“ იტყობინება, შაბათს, გვიან ღამით, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კვება ბოლო მოქმედი 330 კვ-იანი ხაზიდან, „ფეროსპლავნაია-1“-დან, რომელიც უზრუნველყოფდა მის კავშირს უკრაინის ენერგოსისტემასთან. სადგურის საჭიროებებს ამჟამად აკმაყოფილებენ სარეზერვო დიზელის გენერატორების მუშაობით.

„სადგურის უდენოდ დარჩენა კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას. ბლეკაუტის რეჟიმში მუშაობა ქმნის სიცოცხლის უზრუნველყოფისა და ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემების მწყობრიდან გამოსვლის პირდაპირ რისკს დიზელის გენერატორების დაზიანების ან მათი რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა რადიაციული ავარია გამოიწვიოს“, ნათქვამია განცხადებაში.

„ენერჰოატომში“ დაამატეს, რომ „გარე კვების სისტემატური დაკარგვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის შედეგია“.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში დაიკავეს რუსეთის ჯარებმა და მას შემდეგ ის რუსეთის კონტროლის ქვეშაა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG