Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, გიზა-ფაიუმის მატარებელი კუდში შეეჯახა კაირო-ასუანის მატარებელს. ალ-აიათი, 8 ნოემბერი, 2026.
ეგვიპტის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, გიზა-ფაიუმის მატარებელი კუდში შეეჯახა კაირო-ასუანის მატარებელს. ალ-აიათი, 8 ნოემბერი, 2026.

გიზის პროვინციის ალ-აიათის რაიონში, კაიროდან სამხრეთით დაახლოებით 52 კილომეტრზე, ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, 88-მ დაშავდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, გიზა-ფაიუმის მატარებელი კუდში შეეჯახა კაირო-ასუანის მატარებელს.

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს რკინიგზის კატასტროფის შედეგებს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სახელმწიფო უწყებებს დავავალე, უზრუნველყონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარის გარემოებები და პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვისი გულგრილობაც დამტკიცდება“, დაწერა თავის ტვიტერში ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ.

როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, შარშან სექტემბერში იმავე რაიონში ორი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად ტრავმები მიიღეს მატარებლის მემანქანემ და მისმა თანაშემწემ.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG