Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნაკლებად სავარაუდოდ“ მიიჩნევს ირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმების განახლებას. ეს ტრამპმა 8 ნოემბერს უთხრა ტელეკომპანია CNN-ს.

ამასთან, თუ ირანთან ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის ირანზე დარტყმების განახლების ბრძანება გასცეს.

კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ჯერჯერობით არ არის.

ტრამპის თანახმად, ირანს უკვე მიაყენეს უზარმაზარი ზიანი და თუ საბრძოლო მოქმედებების განახლება საჭირო გახდება, აშშ-ს განსაზღვრული აქვს სამიზნე ობიექტები, მათ შორის ელექტროსადგურები და ხიდები. ტრამპმა ახსენა 38 ხიდი, რომელთა დანგრევა ერთ საათში შეუძლიათ, თუმცა დასძინა, რომ ამის გაკეთება არ უნდა.

ომის განახლების შემთხვევაში აშშ-ს „ჯოჯოხეთით“ დაემუქრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი. მან 8 ნოემბერს სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ამერიკელმა ამომრჩევლებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს და დროა თავისი არჩევანი გააკეთოს თეთრმა სახლმაც.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გულისხმობდა კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომლის შედეგად პრეზიდენტ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.

დემოკრატების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აშშ-ის რესპუბლიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მარცხის უპირველეს მიზეზად დაასახელა ომი ირანის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა ტრამპმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის კომენტარი ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ის მართალი იყო, თუმცა უნდა დაემატებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ - თუ ეს კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო, ისევ გააკეთებ? და ამაზე პასუხია, დიახ.

თავად ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღსაკვეთად ომს ახლაც დაიწყებდა.

  • აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას უშუალოდ ირანში მსხვერპლისა და ნგრევის გარდა მოჰყვა, თეირანის საპასუხო ქმედებებით რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში გამოწვეული მსხვერპლი და ნგრევა და ნაოსნობის დაბლოკვა მსოფლიო ბაზრისთვის საწვავისა და სხვა პროდუქტების მისაწოდებლად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში. ამან საწვავის გაძვირება გამოიწვია, მათ შორის აშშ-შიც.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG