რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ემხრობა რუს სამხედროებთან კავშირის არხის შექმნას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი ემხრობა რუს სამხედროებთან კავშირის ახალი არხის შექმნას, რათა შემცირებული იყოს მხარეთა მოქმედებების არასწორად შეფასების რისკი.

სტრიტინგმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი არხია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა დამატებითი არხის არსებობა, განსაკუთრებით ორი ქვეყნის სამხედროების დონეზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თანახმად, ყოველთვის არსებობს სიტუაციის არასწორად შეფასების რისკი, ამიტომ პირდაპირი კავშირის არსებობა მნიშვნელოვანია.

ზოგადად, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის აღწერისას სტრინინგმა თქვა, რომ ამ წლის განმავლობაში იყო ბევრი მაგალითი იმისა, რასაც ჰიბრიდულ საფრთხეს უწოდებენ, პირადად მისთვის კი ეს არის ტერორიზმი სახელმწიფოს მხარდაჭერით.

რუსეთმა უარი თქვა?

Financial Times-ი ანონიმ ბრიტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონი ცდილობდა რუსეთის სამხედრო ჩინოსნებთან არაფორმალური არხების შექმნას, თუმცა ეს წინადადებები უარყოფილი იყო.

2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ან გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს რუს კოლეგებთან არც ერთხელ არ უსაუბრიათ.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, თუმცა იშვიათად და ეს ვერ ჩაითვლება კავშირის სრულფასოვან არხად.



​
XS
SM
MD
LG