პირველი ცნობები, რომ დარტყმა იყო სწორედ უსტ-ლუგის პორტზე, გამთენიისას გაავრცელეს უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა.
მოგვიანებით ეს დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია უსტ-ლუგის საპორტო ზონაში. დაშავდა სამი ადამიანი. დროზდენკოს თანახმად, ამავე რაიონში ავარიულად გაითიშა ელექტროქვესადგური.
- უსტ-ლუგის პორტი ფინეთის ყურეში მდებარეობს და ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი, სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის პორტია. მისი ტერმინალები განკუთვნილია ნავთობის, გაზის კონდენსატის, ნახშირის, მინერალური სასუქებისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის.
- პორტი ადრეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საპორტო ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ფორუმი