რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ჩერნომორსკის ცენტრზე რუსეთის დარტყმას

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ჩერნომორსკის ცენტრზე რუსეთის დარტყმას, 2026 წლის 11 ნოემბერი (საილუსტრაციო ფოტო)
მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ჩერნომორსკის ცენტრზე რუსეთის დარტყმას, 2026 წლის 11 ნოემბერი (საილუსტრაციო ფოტო)

11 ნოემბერს რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ ჩერნომორსკის ცენტრში მოქმედ ბაზარზე.

ბოლო მონაცემებით დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა კიდევ 11 პირი.

"ადგილი, სადაც ამ დროს ყოველთვის ბევრი ხალხია" - წერს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ბაზარზე დარტყმის შესახებ.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 70 წლის ქალის დაღუპვაზე რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე ღამის განმავლობაში მიტანილი დარტყმების შედეგად.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, რომ რუსეთის არმია რეგულარულად ახორციელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს აფასებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომის დანაშაულების ჩადენად და აცხადებენ, რომ ისინი ატარებს მიზანმიმართულ შინაარსს. '

​
XS
SM
MD
LG