რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის წარმომადგენლები პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივენ უიტკოფს (მარცხნივ) და ჯარედ კუშნერს(ცენტრში) 12 ნოემბერს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივენ უიტკოფს (მარცხნივ) და ჯარედ კუშნერს(ცენტრში) 12 ნოემბერს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

12 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

უიტკოფი და კუშნერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდებიან განსახილველად იმ საკითხების, რომლებზეც 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმსჯელეს აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვიდან გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც ამავე მიზნით შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც პირველი იყო 2026 წლის თებერვლის შემდეგ.

ერთადერთი კონკრეტული შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს, ტყვეთა დიდი გაცვლაა.

მოლაპარაკებების სხვა დეტალებზე არცერთ მხარეს საჯაროდ არ უსაუბრია. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა აბუ-დაბიში 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს რთული თემებიც, რომელთა შორის ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხია.



​
XS
SM
MD
LG