საგამოძიებო კომიტეტმა 12 ნოემბერს დაადასტურა, რომ ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურეა მოკლული და იძიებენ შესაბამისი მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
საგამოძიებო კომიტეტს მოკლულის ვინაობა და ჩინი არ დაუსახელებია.
აფეთქება 12 ნოემბერს დილის შვიდი საათისთვის მოხდა სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში. ადგილობრივი ტელეარხის, „78“-ის ცნობით, ავტომობილში იმყოფებოდა პოლკოვნიკი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-6 არმიის მთავარი შტურმანი.
რუსული მედიიასაშუალებების ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა დისტანციურად ააფეთქეს.
გამოცემა „ფონტანკას" ცნობით, აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლოს მდგომი ავტობუსის ფანჯრები.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების აფეთქების წინა შემთხვევები
- 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
- 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
- 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.
- 2026 წლის აგვისტოში მოსკოვის რესტორან „ბალზი როსიში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 49-ე არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვალერი პლოხოტნიუკი.
რუსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების მკვლელობაზე პასუხისმგებლობას უკრაინის სპეცსამსახურებს აკისრებს. უკრაინა ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი