რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე

ზვიად მაისაშვილის საქმეზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ზვიად მაისაშვილის საქმეზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 12 ნოემბერს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2024 წლის პროდასავლური აქციებისას დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს.

მათ ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ინფორმაცია ბრალდებულთათვის განაჩენის გამოტანის შესახებ დაზარალებულის, ზვიად მაისაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა მედიასაშუალებებს.

მცირე ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ფორმულას“ ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა, რაც 2026 წლის 12 ნოემბერს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ აცნობა დაზარალებულად ცნობილ ჟურნალისტს. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

  • ჟურნალისტი გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მტკიცებულებები „ცარიელი ფურცლებია“.
  • ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე:
  • „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - მიიჩნევს ჟურნალისტი.

2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს უყენებდნენ ბრალს.

ორი საქმე სწორედ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმა იყო. საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. მესამე საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაა.

​
XS
SM
MD
LG