რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს

დეკლარაცია 12 ნოემბერს მიიღეს.
დეკლარაცია 12 ნოემბერს მიიღეს.

2026 წლის 12 ნოემბერს დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა გამოაცხადეს, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ.

ორმხრივ დეკლარაციას ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი.

დეკლარაცია 12 ნოემბერს დუბლინში მიიღეს, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) კულუარებში.

დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები აპირებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სამხედრო მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავსებადობის მიმართულებებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობებს.

საუბარია ასევე ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით.

დოკუმენტში მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

​
XS
SM
MD
LG