"საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ", - ეს არის მარშის სლოგანი.
მსვლელობის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მარტვილელ აქტივისტს, მზია გაბეშიას, რომელიც დღეს დაკრძალეს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 28 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ არაერთი კანონის მიღების მიუხედავად გრძელდება. ეს კანონები ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა „რეპრესიულად“ შეაფასეს. მათ შორისაა
ფორუმი