რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა

ბრალდებული ოქტომბრის შემდეგ იძებნება.
ბრალდებული ოქტომბრის შემდეგ იძებნება.

დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით, სამი ადამიანი დაჭრა. შსს-ს თანახმად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული ოქტომბრის შემდეგ იძებნებოდა. ის წარსულში ნასამართლევია.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების თანახმად, დანაშაული, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა - ბრალდებულმა სამ ადამიანს ცივი
იარაღით გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ძებნილი თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

​
XS
SM
MD
LG