რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ „ყირიმის ხიდს" დაარტყა - დე ფაქტო ხელისუფლება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ე.წ. ყირიმის ხიდს ადრეც არაერთხელ დაარტყეს(ფოტო არქივიდან)
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ე.წ. ყირიმის ხიდს ადრეც არაერთხელ დაარტყეს(ფოტო არქივიდან)

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა „ყირიმის ხიდს“ დაარტყეს.

მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის თანახმად, ხიდზე „მტრის დარტყმის“ შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა სავარაუდოდ, 16 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე, მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია.

შედეგების მასშტაბი აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია.

გამოცემა „კრიმსკი ვეტერ" წერს, რომ დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის შეტევა იყო ხიდის იმ ნაწილზე, სადაც გემების გასავლელად საჭირო ერთ-ერთი თაღია.

უკრაინას ჯერჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი ხიდზე შეტევის შესახებ.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იმავე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

  • უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
  • 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
  • 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
  • 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს აქტიურად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.



​
XS
SM
MD
LG