მედიასაშუალებების ცნობით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო კომპანია „გაზპრომის“ ქარხანა ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 17 ნოემბერს დილით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში 1141 უკრაინული დრონი „გაანადგურეს“ ოცზე მეტ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი აპარატების რაოდენობას.
შედეგები
რუსეთის ხელისუფლების მიერ დადასტურებულია, რომ დარტყმა იყო „ყირიმის ხიდზე“, რომლის ორივე, საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
უკრაინული და რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ხიდის ნაწილი ჩანგრეულია და აღარ არსებობს საავტომობილო ნაწილის თაღი.
17 ნოემბერს დილით რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „მოგერიებულია მასირებული შეტევა“ ქალაქების, უფის და სალავატის სამრეწველო ზონებზე, სადაც „ყველა ქარხანა საშტატო რეჟიმით მუშაობს და კრიტიკული დაზიანებები არ არის“.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ ადგილობრივი ხელმომწერებისგან მიღებული ფოტოების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შეტევა იყო ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“, სადაც ხანძარია.
ქალაქ სალავატში „გაზპრომის” ქარხანაზე დარტყმის შესახებ დაწერა მონიტორინგის უკრაინულმა არხმაც Supernova+.
- „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2025 წლიდან ამ ქარხანას არაერთხელ დაარტყეს. წინა შეტევა 2026 წლის ოქტომბერში იყო.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, 16-დან 17 ნოემბრის ღამით დარტყმა იყო რუსეთის ქალაქ კურსკის ელექტროქვესადგურ „სადოვაიაზე", რომელიც 400 ათასამდე მცხოვრებს ამარაგებს. სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
მოსკოვი
17 ნოემბერს დილით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 16 ნოემბრის საღამოს ხუთი საათიდან 17 ნოემბრის დილის შვიდი საათის ჩათვლით, მოსკოვის რეგიონისკენ „მიფრინავდა” 800-მდე უკრაინული დრონი, რომელთა „დიდი ნაწილი განადგურებულია შორეულ საზღვრებთან”.
სობიანინის მტკიცებით, უშუალოდ დედაქალაქ მოსკოვთან „მიფრენისას ნეიტრალიზებულია 321 უპილოტო”. მოსკოვის მერს კონკრეტული ადგილები ან ხმელეთზე შედეგები არ დაუსახელებია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვის რეგიონზე „ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შეტევის მცდელობა” იყო.
უკრაინას რუსეთზე შეტევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფორუმი