პოლონეთმა დაადასტურა თავის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შეჭრა

პოლონეთის პოლიციის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ნოვი ლიპოვიეცის რაიონში, სადაც 20 ნოემბერს რუსული რაკეტა ჩამოვარდა
პოლონეთის პოლიციის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ნოვი ლიპოვიეცის რაიონში, სადაც 20 ნოემბერს რუსული რაკეტა ჩამოვარდა

20 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა ორი რუსული რაკეტა და სავარაუდოდ, ერთი რეაქტიული დრონი. ეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გამართა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომელშიც სამხედრო მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრ ტუსკის შეფასებით, რუსული ესკალაციის მორიგი გამოვლინება სავარაუდოდ, მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.

პოლონეთის მთავრობის სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჰაერო სივრცე დაარღვია ორმა რაკეტამ, მათ შორის Х-101-მა და სავარაუდოდ, რეაქტიულმა დრონმა.

საჰაერო თავდასხმის ობიექტების ნამსხვრევები აღმოჩენილია სამ დასახლებულ პუნქტთან. მათ შორისაა ნოვი ლიპოვიეცი, სადაც ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა.

მინისტრის ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. პოლონეთი თავდაცვისთვის ნატოსგან ითხოვს დამატებით ძალებს და საშუალებებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა ისევ შეეხო პოლონეთს და ეს ინციდენტი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია. კოსინიაკ-კამიშმა რუსეთის მორიგი პროვოკაცია დაუკავშირა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის" წევრი ქვეყნების ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელიც ამჟამად პოლონეთში მიმდინარეობს.

  • საჰაერო თავდასხმის საშუალებების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის გამო განგაში 20 ნოემბერს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. არმიის სარდლობამ მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები. ინციდენტის რაიონებში გაიგზავნა გამანადგურებლები F-16 და Gripen.
  • 19-დან 20 ნოემბრის ღამიდან რუსეთის ჯარები რაკეტებით და დრონებით უტევდნენ უკრაინის დასავლეთ, პოლონეთთან მოსაზღვრე რაიონებსაც.


​
XS
SM
MD
LG