26-27 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე იმსჯელებენ უკრაინის 2027 წლის დაფინანსებაზე

უკრაინის დაფინანსებაზე მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
უკრაინის დაფინანსებაზე მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

26-27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე იმსჯელებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ევროკავშირის ლიდერებისთვის განკუთვნილ მიწვევის წერილში აღნიშნავს, რომ “დადგა MFF-ზე შეთანხმების მიღწევის დრო. შეხვედრის წინ წარმოვადგინე საყოველთაო შეთავაზება, რომელსაც იმედი მაქვს კომპრომისის სულისკვეთებით განიხილავთ. ჩვენ გვეკისრება კოლექტიური პასუხისმგებლობა დაბალანსებული შეთანხმების მიღწევაზე , რომელიც ევროკავშირს გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს: კონკურენციის გაზრდით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებით და მსოფლიოში ევროპის წარდგენით, იმ პოლიტიკების დაცვით, რომელთა ღირებულებამაც დროს გაუძლო“.

მომავალი წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე კოშტა აცხადებს: “უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაშივე ინვესტირებაა”. უკრაინის დაფინანსებაზე მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ უხელმძღვანელებს ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB). ბანკის ახლანდელი პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი „ევროჯგუფის“ პრეზიდენტ კირიაკოს პიერაკაკისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 26 ნოემბერს დაგეგმილ „ევროსამიტში“. ისინი ევროკავშირში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ანალიზს გაუზიარებენ ევროკავშირის ლიდერებს.

„ეს იქნება აგრეთვე შესაძლებლობა მადლობა გადავუხადოთ ქრისტინ ლაგარდს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობისას მისი მტკიცე და მიზანდასახული საქმიანობისთვის, 2019 წლიდან დღემდე და ევროპული პროექტისადმი მისი ერთგულებისთვის“.

მედიით გავრცელებული ცნობებით, ქრისტინ ლაგარდის ჩამნაცვლებელთა შორის ყველაზე რეალურ კანდიდატებად განიხილებიან ესპანელი ეკონომისტი პაბლო ერნანდეს დე კოსი და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კლაას კნოტი.

ქრისტინ ლაგარდი ECB-ს პრეზიდენტი პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, რვაწლიანი ვადის ამოწურვამდე. ეს გადაწყვეტილება მან ოქტომბერში გამოაცხადა.

​
XS
SM
MD
LG