Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობი გია ბურჯანაძე დააკავეს


მსახიობი გია ბურჯანაძე
მსახიობი გია ბურჯანაძე
თბილისში, პატიმრების მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას დააკავეს მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელიც „შეფიცულთა რაზმის“ ხელმძღვანელია. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქცია უკანონოდ დაარბიეს. ინაშვილის თქმით, აქცია სანქცირებული იყო და არსებობს ყველა დოკუმენტი, რომ მოპიკეტეებს ქუჩის გადაკეტვის კანონიერი უფლება ჰქონდათ. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ოთხი ადამიანი დააკავეს – გია ბურჯანაძის გარდა, "რატომ?"-ის ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი, ააგრეთვე ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ხარაბაძე. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ციხეებში არსებული მდგომარეობისა და პატიმრების მიმართ დამოკიდებულების გამო.
XS
SM
MD
LG