Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ლიდერი საპროტესტო ტალღას „შეთქმულების მონაწილეებს“ აბრალებს


სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა დღეს ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღა დააბრალა „შეთქმულების მონაწილეებს“, რომლებიც ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. თითქმის ორი კვირის განმავლობაში - აქციების დაწყების შემდეგ - ეს ალ-ასადის პირველი გამოსვლა იყო ერის წინაშე. მისი განცხადებით, უსაფრთხოების ძალებს „მკაფიო ინსტრუქციები“ აქვთ მიცემული, რათა აქციების დროს მოქალაქეებს არაფერი დაუშავონ. მოელოდნენ, რომ სირიის ლიდერი გამოსვლაში ქვეყანაში 48 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ გამოაცხადებდა - თუმცა მან სიტყვა მნიშვნელოვანი განცხადების გარეშე დაასრულა. საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 60 ადამიანი მოკლეს. სამშაბათს გადადგა პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ნაჯი ოტრის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა.
XS
SM
MD
LG