Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აკრიტიკებს სირიის პრეზიდენტის გამოსვლას


შეერთებულმა შტატებმა მკაცრად გააკრიტიკა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გუშინდელი გამოსვლის გამო, რადგან მას არ უთქვამს, რომ განახორციელებს რეფორმებს, რომლებსაც სირიაში საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პერსმდივან მარკ ტონერის განცხადებით, ალ-ასადს არ უსაუბრია არსებით საკითხებზე. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, სირიის პრეზიდენტმა ქვეყნის „მტრები“ დაადანაშაულა საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. ამასთან ალ-ასადს, ბევრის მოლოდინის მიუხედავად, არ უთქვამს, რომ აპირებს, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სირიაში 48 წელია მოქმედებს. პრეზიდენტის გამოსვლიდან რამდენიმე საათში საპორტო ქალაქ ლატაკიიდან გავრცელდა ინფორმაცია დემონსტრაციისა და სროლის შესახებ. სირიის ქვეყნის საპროტესტო მოძრაობამ გამოაცხადა, რომ პარასკევისთვის აპირებს მოაწყოს გამოსვლები, რომელთა დროსაც მონაწილეები მოითხოვენ პოლიტიკურ რეფორმებს.
XS
SM
MD
LG