Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა


ნურსულთან ნაზარბაევმა 5 წლით შეინარჩუნა ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მან დამაჯერებლად გაიმარჯვა კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ნაზარბაევს ხმა ამომრჩეველთა 95,5 პროცენტმა მისცა. სულ არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტიურობამ 90 პროცენტი შეადგინა. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 20 წელზე მეტია ხელმძღვანლობს.
XS
SM
MD
LG