Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიაციულ წყალს ფუკუსიმიდან ოკეანეში ღვრიან


იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთში, ფუკუსიმის რაიონის ხელისუფლება დღეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში რადიაციის გაზომვას შეუდგა. ორი დღის განმავლობაში 1400 დაწესებულებაში შეამოწმებენ რადიაციის დონეს. ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციით დაბინძურებულ ათასობით ტონა წყალს ოკეანეში ღვრიან იმისათვის, რომ გაათავისუფლონ ადგილი კიდევ უფრო მეტად დაბინძურებული წყლისთვის. იაპონური მედიის ცნობით, ოკეანეში ჩაიღვრება 11500 ტონა წყალი, რომლის რადიაციული დაბინძურებაც დაწესებულ ლიმიტს 100-ჯერ აღემატება.
XS
SM
MD
LG