Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში რადიაციის დონეს სკოლებში ამოწმებენ


ფუკუსიმის რეგიონის ხელისუფლებამ დღეს რადიაციული დონის შემოწმება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაიწყო. იაპონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამტკიცა საგანგებო პროგრამა მას შემდეგ, ცუმანისა და მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გავრცელების საშიშროება შეიქმნა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ორი დღის განმავლობაში, რადიაციის დონე, რეგიონში განლაგებულ დაახლოებით 1400 სკოლა შემოწმდება. იმავდროულად, ფუკუსიმის სადგურის მუშებმა დაიწყეს რადიაციით დაბინძრებული წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა. იაპონური მედიის ცნობით, სულ ოკეანეში ჩაიღვრება 11 500 ტონა წყალი, რასაც, როგორც იაპონელი სპეციალისტები აცხადებენ, დინება სწრაფად შლის, რის გამოც ოკეანის ფლორას და ფაუნას საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG