Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი პაკისტანს „ახალი ურთიერთობებისკენ“ მოუწოდებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობს ისლამაბადს, სავარაუდოდ გამოვა მოწოდებით, რათა „ახალი სტარტი მიეცეს“ ბრიტანეთსა და პაკისტანის ურთიერთობებს. მანამდე ბრიტანეთის ლიდერმა გააკრიტიკა პაკისტანი, რასაც დიპლომატიური უწყებების დაპირიპირება მოჰყვა. 9 თვით წინ, ინოდეთში ვიზიტად ყოფნის დროს კამერონმა განაცხადა, რომ პაკისტანმა ვერ შეძლო ექსტრემიზმის ექსპორტის შეეჩერება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადამინისტრაციის თანახმად, ისლამაბადში კამერონი სიტყვით გამოვა, რომელშიც ახალი ურთიერობის დაწყების გარდა, მოუწოდებს პაკისტანის ხელისუფლებას დაივიწყონ „წარსულის გაუგებრობები“ და „ერთობლივად იფიქრონ მომავლის სასიკეთო შესაძლებლობებზე.“
XS
SM
MD
LG