Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თავისუფალი საქართველო” ”რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო” ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მოძრაობის ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სიცრუე უწოდა არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "თავისუფალი საქართველო" და ეთნიკური სომხები მოსკოვის დავალებით ჯავახეთში დესტაბილიზაციას გეგმავენ. კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანიისთვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტელეარხები საქართველო-სომხეთის ურთიერთობის დელიკატურ თემას იყენებენ, ჯავახეთის მოსახლეობას კი, პრაქტიკულად, კრემლის დესანტად აცხადებენ. "თავისუფალი საქართველო" ”რუსთავი 2”-ისგან ინფორმაციის დაუყოვნებლივ უარყოფას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ ინსტანციებს მიმართავს.
XS
SM
MD
LG