Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარს ამბობს რუსეთთან საბაჟო გაერთიანებაზე


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო გაერთიანებას - და ამის ნაცვლად რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას ესწრაფვის. პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ გამოსვლაში იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებაა თანამშრობლობა „3+1 ფორმატით“ იმ საბაჟო გაერთიანებასთან, რომელიც, რუსეთის გარდა, ბელორუსიას და ყაზახეთს მოიცავს. იანუკოვიჩმა ასევე თქვა, რომ უკრაინას მიმდინარე წელს ევროკავშირთან სურს თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების გაფორმება - რაც უკრაინის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან სავაჭრო გაერთიანებაში შესვლას შეუძლებელს გახდის. 12 აპრილს უკრაინას რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი უნდა ესტუმროს.
XS
SM
MD
LG