Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტ დ’ივუარში დახოცილთა გვამებს მიაგნეს


კოტ დ’ივუარში გრძელდება სისხლიანი დაპირისპირება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის
კოტ დ’ივუარში გრძელდება სისხლიანი დაპირისპირება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის
სავარაუდოდ, ბოლო პერიოდის შეტაკებების დროს დახოცილთა ასამდე გვამს მიაგნეს კოტ დ’ივუარში. გაეროს ადამიანის უფლებათა საკითხებში უზენაესი წარმომადგენლის პრესმდივანის, რუპერტ კოლვილის თქმით, დახოცილთა ნაწილი ცოცხლად იყნენ დამწვარი. ვარაუდობენ, რომ მკლელობა ჩაიდინეს დაქირავებულმა ლიბერიელებმა. ვის მხარეზე იბრძოდნენ ისინი, არაა ცნობიოლი. კოტ დ’ივუარში გრძელდება სისხლიანი დაპირისპირება გაეროს მიერ შარშანდელ არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებულ ალასან უატარას და მისი მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს, რომელიც არ თმობს ხელისუფლებას, მომხრეებს შორის. უატარამ გუშინ განაცხადა, რომ გბაგბომ ქვეყანა ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა და თხოვა ევროკავშირს, გაუუქმოს კოტ დ’ივუარს ეკონომიკური სანქციები.
XS
SM
MD
LG