Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად „სხვადასხვა მრწამსის ამერიკელები გაერთიანდნენ“


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კონგრესის ლიდერებთან უკანასკნელ წუთას მიღწეული შეთანხმება, რომლის გზითაც თავიდან იქნა აცილებული მთავრობის დროებით დახურვა, იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ „სხვადასხვა მრწამსის ამერიკელები გაერთიანდნენ.“ ობამას თქმით, მომჭირნეობისკენ მიმართული ზოგიერთი ზომა მტკივნეული იქნება, მაგრამ თეთრმა სახლმა დაიცვა თავისი პრიორიტეტული პროექტები. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯონ ბონერმა თეთრ სახლთან და სენატის დემოკრატებთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა ორ საათზე უფრო ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ოფიციალურად ამოიწურებოდა მრავალი სამთავრობო სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები.
XS
SM
MD
LG