Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში შაბათს 28 ადამიანი დაიღუპა


სირიის ადამიანის უფლებათა აქტივისტების თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა შაბათს სულ მცირე 28 ადამიანი დახოცეს ქალაქ დარაში საპროტესტო სამგლოვიარო მსვლელობის დროს. ადამიანის უფლებათა დამცველი ექვსი ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხეობის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ სამგლოვიარო ცერემონიას, რომლის მონაწილეები ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დაღუპულ ადამიანებს მაიგებდნენ პატივს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან საუბარში განაცხადა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ იმ ინფორმაციით, რომელშიც უსაფრთხოების ძალების მიერ ადამიანების დახოცვაზეა საუბარი.
XS
SM
MD
LG