Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი იწონებს ისრაელის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე


ჰამასის ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ ისრაელთან განახლებული ბრძოლის ახალი რაუნდის შეწყვეტა სურთ. აღნიშნული გამოხმაურება მოჰყვა ისარელის თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკის მზადყოფნას, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ჰამასის ოფიციალურმა წამომადგენლის სამი აბუ ზურის თქმით, პალესტინის დაჯგუფებები არ არიან დაინტერესებულნი დაძაბულობის ესკალაციაში. „თუკი ჰამასის დაჯგუფეფები შეწყვეტენ თავდასხმებს ჩვენს ხალხზე, ჩვენ შევწყვეტთ ბრძოლას“, - ეჰუდ ბარაკის შემდეგი სიტყვები მოჰყვას ისარელის რადიოს. ისრაელის ავიაციის დარტყმების შედეგად, რაც სავარაუდო ექსტრემისტების მიერ სკოლის ავტობუსზე თავდასხმას მოჰყვა პასუხად, ხუთშაბათს 19 პალესტინელი მეამბოხისა და სამოქალქო პირის დახოცვა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG