Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი უარყოფს, რომ ისრაელმა საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების ნუსხაში შეიტანა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ისრაელმა საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების ნუსხაში შეიტანა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მსგავსი ინფორმაცია არ დაადასტურა. ცნობა იმის თაობაზე, რომ ისრაელმა მისი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო და სომხეთი, ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გასულ კვირაში გაავრცელეს ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბზე დაყრდნობით.
XS
SM
MD
LG