კოტ დ’ივუარის პრეზიდენტმა ალასან უატარამ შეაიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებს ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ისტორიაში ”ახალი ერა” დაიწყება. უატარა გუშინ საღამოს გამოვიდა ტელევიზიით მას შემდეგ, რაც მისმა ერთგულმა ძალებმა აბიჯანში ექსპრეზიდენტი ლორან გბაგბო დააკავეს. უატარამ გბაგბოს და მის ოჯახს სიცოცხლის შენარჩუნება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღუთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი. გბაგბოსა და უატარას მომხრეებს შორის კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, მილიონამდე კი დევნილი გახდა.
ყველაზე პოპულარული
1