Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ახლო აღმოსავლეთს რეფორმებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ”შეეცდებიან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის ხალხი და ლიდერები ახლებურად, მეტი ჩართულობით მიუდგნენ რეგიონის მუდმივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს? გაამყარებენ, თუ არა ისინი ბოლო კვირებში მიღწეულ პროგრესს და უპასუხებენ დიდი ხნის მანძილზე უარყოფილ სულისკვეთებას? თუ ერთ, ხუთ ან ათ წელიწადში შეხვედრისას აღმოვაჩენთ, რომ რეფორმების პერსპექტივა ბუნდოვანია და ეს მომენტი უდაბნოში მირაჟად მოგვეჩვენება?” - იკითხა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ აშშ-ისლამური სამყაროს ფორუმზე. ჰილარი კლინტონმა განაცხადა აგრეთვე, რომ ობამას ადმინისტრაცია აპირებს ახლებურად მიუდგეს არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის მშვიდობის ხელშეწყობის საკითხს. მისი თქმით, აშშ-ის ძირითადი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში უცვლელია და ეს არის - ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, ირანიდან მომდინარე საფრთხესთან დაპირისპირება, ალ ყაიდისა და სხვა ექსტრემისტული ძალების დამარცხება. კლინტონის თანახმად, რამდენიმე კვირაში ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი აფრიკის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის დეტალებს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG