სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან დაკავებული აქციის მონაწილეები პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორს დღეს დატოვებენ. მერაბ ჭიქაშვილს და გიორგი ხარაბაძეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს, 16:00 საათზე ეწურებათ. მათ ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდებიან და ბრიფინგს გამართავენ. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან 25 მარტს გამართული პატიმრების მხარდამჭერი აქცია პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ყველაზე პოპულარული
1