Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უსაფრთხოების საბჭო გმობს მინსკის ტერაქტს


გაეროს უსაფრთხოების საბჭო გმობს მინსკში განხორციელებულ ტერაქტს, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ტერაქტის ორგანიზატორი. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნებში, რომლებიც ანტიტერორისტულ ზომებს მიმართავენ, აუცილებელია დაცული იყოს ადამიანის უფლებები, დევნილთა უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები.
XS
SM
MD
LG