90-იანი წლების ”არტქრონიკა” შეაგროვეს და ”ენერგოკრიზისის არტი” დაარქვეს ჟურნალისტმა თეონა ჯაფარიძემ და ქართველმა მხატვრებმა, რომლებიც იმხანად ე.წ. ”კონტრკულტურის” განვითარებას ცდილობდნენ საქართველოში.
ამ გადაცემაში, რომელშიც უნიკალურ ვიდეოკადრებს იხილავთ, გიორგი გვახარია ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანს ესაუბრება ენერგოკრიზისზე, რომელმაც თავისებური ხელოვნების შექმნას შეუწყო ხელი.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.