ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრიგალებსა და ტორნადოებს სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია სამხრეთის შტატებს დაატყდა თავს. ყველაზე მეტი - შვიდი ადამიანი - დაიღუპა ალაბამის შტატში. დაზარალდნენ ასევე არკანზასის, ოკლაჰომის, მისისიპის, ლუიზიანისა და ჯორჯიის შტატები. დანგრეულია ათობით სახლი, ათიათასობით ადამიანს შეუწყდა ელექტრომომარაგება.
ყველაზე პოპულარული
1