Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიამ ეროვნული ვალუტა თავისუფალ მიმოქცევაში გაუშვა


ბელორუსიის ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაცხადა, რომ ნაწილობრივ თავისუფალ მიმოქცევაში უშვებს ეროვნულ ვალუტას, რათა თავიდან აიცილოს უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნილებით გამოწვეული კრიზისი. 29 მარტის დადგენილებით, ბანკებსა და იურიდიულ პირებს უფლება არ ჰქონდათ, რომ ოფიციალური 2 პროცენტზე მეტად აეწიათ ან დაეწიათ კოტირების მაჩვენებელი. ახლა კი ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ და იყიდონ ბელორუსული რუბლი იმ კურსით, რომელსაც ღია ვაჭრობა დაადგენს. თავისუფალი მიმოქცევა თავდაპირველად დააზარალებს ბანკებს, რომლებსაც დადგენილი კურსიდან 10 პროცენტის გადახრით შეეძლებათ ვაჭრობა იურიდიულ პირებთან. მაშინ როცა, ფიზიკურ პირებთან გარიგებისას 2 პროცენტიანი ზღავრი კვლავ შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტები მოუწოდებენ ბელორუსიას რუბლის მკვეთრი დევალვაციით შეარბილოს რთული ეკონომიკური კრიზისი.
XS
SM
MD
LG