Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს


ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ქვეყანაში მეამბოხეების დასახმარებლად ბრიტანელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესს შეაფერხებს. ლიბიის საგარეო საქმეტა მინისტრმა აბდულ ატი ალ-ობეიდიმ ”ბიბისის” განიცხადა, რომ ტრიპოლი ცეცხლის შეწყვეტისა და მეამბოხეებთან მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების ყოფნა კი ამ პროცესს ხელს უშლის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა მანამდე განაცხადა, რომ ბრიტანელი სამხედროები მეამბოხეტა სამხედრო წვრთნაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას და ლოგისტიკისა და ტელეკომუნიკაციების საკითხებში დახმარებით შემოიფარგლებოდნენ.
XS
SM
MD
LG