Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: კადაფი შეიძლება კასეტურ ბომბებს იყენებდეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თქმით, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული ძალები სამოქალაქო პირების წინააღმდეგ შესაძლოა კასეტურ ბომბებს იყენებდნენ. კლინტონის თქმით, ამ ბომბებს - რომლებიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში აკრძალულია - ქვეყნის დასავლეთში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ მისრათაში იყენებენ. ამასთან, კლინტონი გამოვიდა მოთხოვნით დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ლიბიაში „უსამართლოდ დაკავებული“ აშშ-ის მოქალაქეები - მათ შორის სულ მცირე ორი ჟურნალისტი. მისრათაში დღესაც გაგრძელდა ინტენსიური შეტაკებები.
XS
SM
MD
LG