Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში ალ ყაიდის ემისარი მოკლეს


რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს საუდელი ექსტრემისტი, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში ალ ყაიდის უმაღლესი წარმომადგენელი იყო. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით ექსტრემისტი, სახელად მოგანედი, ერთ-ერთი იმ სამიდან, რომლებიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს. კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლაი სინცოვმა თქვა, რომ მოკლული არაბი ემისარი საქართველოდან ტერორისტების გადაყვანას გეგმავდა. „რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული მასალები მოწმობენ, რომ 2011 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მოგანედი გეგმავდა საქართველოდან ახალი წევრების გადაყვანას ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდფორმირებისათვის და მის დაქვემდებარებაში არსებული ექსტრემისტების საშუალები ცდილობდა უზრუნველეყო საკუთარი სრული კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიის ფანდფორმირებებზე.“
სინცოვმა მოგანედი დაახასიათა, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ექსტერმისტული იატაკქვეშეთის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური, დოკუ უმაროვთან ერთად, რომელიც კვლავაც ცოცხალია მისი მოკვლის თაობაზე მრავალგზისი განცხადებების მიუხედავად. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, მომოგანედი განკარგავდა ექსტყრემისტების დასახმარებლად საზღვარგარეთიდან შემოსულ ფულს და პირადად იყო ჩართული რუსეთში ბოლო წლებში განხორცილებეული ყველა მსხვილ ტერაქტში.
XS
SM
MD
LG