Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიის სარდალი ექსტრემისტების დასუსტებაზე საუბრობს


პაკისტანაში განლაგებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებსაც თალიბანთან და ალ ყაიდასთან აქვთ კავშირი, პაკისტანის არმიამ ხერხემალში გადატეხა, - ამის თაობაზე ქვეყნის არმიის მეთაურმა დღეს განაცხადა. გენერალმა აშფაქ პერვეზ კაიანიმ აღნიშნული განცხადება, სამხედრო სასწავლებლის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პაკისტანელი სარდლის გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. „ექსტრემისტები ხერხემალში გადატყდნენ და ღვთის ნები, ჩვენა მალე გამარჯვებას ვიზეიმებთო„- განაცხადა გენერალმა კაიანიმ. ეს გამოსვლა მოჰყვა კრიტიკას პაკისტანის მიმართ, რომელიც ამერკის შეერთებული შტატების აზრით, საკმარისი ძალით არ ებრძვის ექსტრემისტებს. ვაშინგტონის თანახმად, პაკისტანს არ აქვს შემშავებული ექსტრემისტების განადგურების მტკიცე გეგმა, ხოლო პაკისტანის სპეცსამასხურების აგენტები ინარჩუნებდნენ კავშირებს ავღანეთის თალიბებთან.
XS
SM
MD
LG