Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ჯარები მისრათიდან გავიდნენ


გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მუამარ კადაფის ლოიალისტურმა ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ მისრათიდან, რაც შესაძლოა იყოს მემაბოხეთა მნიშვნელოვანი გამარჯვება. კუნძულოვანი ქალაქი ალყაში ორი თვის განმავლობაში იყო მოქცეული. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ მისრათა იქნება ერთადერთი დიდი ქალაქი ქვეყნის დასავლეთში, რომელიც მემაბოხეების კონტროლის ქვეშაა. ქვეყნის ამ რეგიონის დანარჩენ დასახლებულ პუნქტებზე, კადაფის ძალებმა დააკარგვინეს კონტროლი ამბოხებულთა რაზმებს. იმავდოულად გავცრელდა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალედ კაიმის განცხადება, რომლის თანახმადაც ნატოს ავიაციამ შაბათს იერიშები განახორციელა ლიბიის ქალაქებზე - სირტეზე, აზიზიეზე, ტრიპოლსა და ჰირაზე.
XS
SM
MD
LG