Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ იემენის ქალაქ ტაიზში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


როგორც იუწყებიან, იემენის უსაფრთხოების ძალებმა სამხრეთის ქალაქ ტაიზში საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ხალხის დასაშლელად ცეცხლი გახსნეს. აქტივისტების და თვითმხილველების ცნობით, სამხედროებმა ტყვიები და ცრემლმდენი გაზი ესროლეს ათი ათასობით დემონსტრანტს, რომლებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას მოითხოვდნენ. აქტივისტების ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ზოგიერთს ნატყვიარი აქვს. სალეჰი იემენს 32 წელია მართავს. მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები იანვრის ბოლოდან იმართება. გასულ კვირაში მართველმა პარტიამ განაცხადა, რომ 30 დღის განმავლობაში სალეჰი ძალაუფლებას თავის მოადგილეს გადასცემს - მაგრამ დემონსტრანტებს სურთ, რომ ის დაუყოვნებლივ გადადგეს.
XS
SM
MD
LG