Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბიტურიენტების პრობლემები


მე-12 კლასელი თორნიკე ზაზაძე საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება. ამბობს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ოთხივე საგანში მეხუთე თვეა რეპეტიტორთან დადის. თორნიკე ვარაუდობს, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით მაღალი ქულების აღება გაუჭირდება, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მე-12 კლასის პროგრამა საგამოცდო საკითხებს სრულად არ მოიცავს.

აბიტურიენტების პრობლემები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
გადმოწერა

მოსწავლეები რეპეტიტორებთან სიარულს ძირითადად დამამთავრებელი კლასიდან იწყებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის ოთხ საგანში მომზადება აბიტურიენტს საშუალოდ 3 000 ლარი უჯდება. ოჯახების დიდ ნაწილს სოლიდური თანხის გადახდა უჭირს, თუმცა აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ სხვაგვარად სტუდენტის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ.

განათლების სისტემაში ხარვეზებია, მაგრამ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია სკოლაში მიღებული ცოდნით გამოცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენოს, ირწმუნება ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

სკოლის მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში რეპეტიტორობენ. რატომ ვერ ახერხებს პედაგოგი გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის იმ ცოდნის გადაცემას, რაც რეპეტიტორობის დროს არ უჭირს? - ამ საკითხზე მასწავლებლები არაფერს ამბობენ, თუმცა აბიტურიენტებს ეთანხმებიან, რომ მე-12 კლასში საგამოცდო პროგრამის დაძლევა მოსწავლისთვის საკმაოდ რთულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG