საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შემსწავლელი 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი. მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სამი უწყების: მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა. ამ ფაქტს უმალ მოჰყვა კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. ისინი თვლიან, რომ მმართველ ჯგუფს მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტისადმი სიძულვილი ამოძრავებს, რომ ამგვარი გამოძიება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რომ ეს კიდევ უფრო გააჭიანურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ა.შ... მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ ომის დანაშაულების გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. 2008 წლის ომის დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებს წლებია სწავლობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ორი მათგანის - ”ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელები, ალეკო ცქიტიშვილი და ლია მუხაშავრია, თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შიდა გამოძიების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე სასაუბროდ.
ომის დანაშაულების გამოძიება - საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1