Accessibility links

ახალი ღვინის ფესტივალი და დღესასწაულიც


მალხაზ ხარბედია

14 მაისს ღვინის კლუბი უკვე მეშვიდედ ატარებს ახალი ღვინის ფესტივალს. წელს ქართული ღვინის ქომაგებს უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი მთაწმინდის პარკში უმასპინძლებს.

ღვინის დაგემოვნება ყველა მსურველს დილის 11 საათიდან საღამოს ექვს საათამდე შეეძლება. 102 მცირე/ოჯახური და 78 საშუალო და დიდი მეღვინეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2015 წლის ცინცხალ ღვინოებს წარადგენს. ტრადიციულად, საზეიმოდ ჯერ ქვევრს მოხდიან თავს, რასაც ღვინის დაგემოვნება-შერჩევა მოჰყვება. როგორც ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გვეუბნება, ყველაზე საინტერესო ახალ-ახალი ღვინოების დაგემოვნებაა - ფესტივალში წელს პირველად ასეთი არაერთი ღვინო მიიღებს მონაწილეობას. უფრო კონკრეტულად, რა გველის 14 მაისს, როგორ ვითარდებოდა ამ შვიდი წლის განმავლობაში ღვინის ფესტივალი, როგორ არჩევენ მასში მონაწილე მეურნეობებსა და ღვინოებს - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება წინასაფესტივალოდ მალხაზ ხარბედიას ესაუბრა.

please wait

No media source currently available

0:00 0:08:33 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG