ახალი ნარკოპოლიტიკა - პირველი ნაბიჯები
8 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმას მიეძღვნა. ახალი ნარკოპოლიტიკა გულისხმობს ზედმეტად მკაცრი და რეპრესიული პოლიტიკის შეცვლას. რეფორმის მიზანია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ადამიანი ციხეში აღარ აღმოჩნდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არსებობს ცვლილების პოლიტიკური ნება, პროცესი დაიწყო, თუმცა რეფორმა ვერ იქნება ძალიან სწრაფი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან