საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად აირჩია უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილი ნინო ლომჯარია. მის კანდიდატურას, მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა 5-ის წინააღმდეგ. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შესთავაზეს საპარლამენტო უმრავლესობას. ბოლო წლებში ნინო ლომჯარია იყო ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი, შემდეგ კი გენერალური აუდიტორის მოადგილე. ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებული იყო გიორგი ფოფხაძეც, რომლის კანდიდატურა წარადგინა „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციამ. ფოფხაძეს მხარი დაუჭირა 20-მა დეპუტატმა, 27-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან