9 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ დათო სუბელიანი, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი, და გიორგი გოგუა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენელი.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები და მოქალაქეთა ჯგუფები 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მასშტაბურ აქციას გეგმავენ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.
როგორ რეაგირებენ აქტივისტების მოთხოვნებზე სახელმწიფო სტრუქტურები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის დეკრიმინალიზაცია და როგორ შეიძლება შეიცვალოს რეპრესიული პოლიტიკა მკურნალობითა და ზრუნვით - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.