Accessibility links

როგორ ცხოვრობენ პაკისტანში ალექსანდრე დიდის ჯარისკაცთა შთამომავლები


ალექსანდრე მაკედონელის მოზაიკა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის მოსაზღვრე მაღალმთიან რეგიონში, ცხოვრობს ხალხი, რომელიც ძველთაძველ, პრეისლამურ კულტურას მიეკუთვნება. კალაშებს, როგორც მათ უწოდებენ, ადგილობრივი მუსლიმებისაგან განსხვავებული ტრადიციები აქვთ შენარჩუნებული. მათი ნაწილი პოლითეისტური რელიგიის მიმდევარია, ღვინოს აყენებს და ასე აგრძელებს ტრადიციებს, რომლებიც შორეული წინაპრებისაგან - ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებისაგან - შემორჩა. მიმდინარე კვირაში კალაშებმა

(პაკისტანში მათი რიცხვი, ბოლო მონაცემებით, სულ 4 000-მდეა) მოიპოვეს უფლება, რომ ცალკე ეთნიკურ და რელიგიურ თემად ჩაითვალონ. სასამართლოს 4 აპრილის გადაწყვეტილებით, „კალაშად“ წოდებული თემის წევრები ცალკე უნდა იქნენ აღრიცხული მოსახლეობის აღწერისას, რომელიც პაკისტანში ახლა მიმდინარეობს. ჩვენ ეს ცნობა ,,ახალი ამბების“ გამოშვებაში მოგაწოდეთ და რახან მის მიმართ ინტერესი დიდი იყო, გადავწყვიტეთ „მეათე სტუდიაში“ შემოგთავაზოთ ჩვენი რადიოს საარქივო მასალა: პაკისტანიდან, ჰინდუქუშის მთებიდან რეპორტაჟი, რომელიც 2015 წლის მაისში მოამზადა ჩვენმა კოლეგამ, რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტმა, ღულამ ღაუსმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG